(+995) 558 929 929
20:38 კვირა, 31 მაისი
მთავარი გლოსარიუმი სტატია N2/4 ძირითადი საშუალების ლიკვიდაციისას მიღებული სადაზღვევო თანხის საგადასახადო აღრიცხვა
სტატია N2/4 ძირითადი საშუალების ლიკვიდაციისას მიღებული სადაზღვევო თანხის საგადასახადო აღრიცხვა

სადაზღვევო კომპანიის (მზღვეველის) მიერ  საწარმოსათვის (დამზღვევისათვის) საამორტიზაციო ჯგუფში შემავალი  ძირითადი საშუალების ლიკვიდირებისათვის (გაფუჭება/განადგურებისათვის) ანაზღაურებული სადაზღვევო თანხა, ხოლო აქტივის დაზიანების შემთხვევაში ანაზღაურებული ზიანის თანხა სრულად ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას (აღნიშნული შემოსავალი წარმოადგენს არასაოპერაციო შემოსავალს  – საგ.კოდ.§103).

ამასთან სადაზღვევო კომპანიისაგან მიღებული თანხები არ წარმოადგენენ საგ.კოდ.§111.6.ა.გ.–ით გათვალისწინებულ აქტივის რეალიზაციით მიღებულ თანხებს და აღნიშნული არ ამცირებს ჯგუფის ღირებულებით ბალანსს.

არც ლიკვიდირებული (გაფუჭებული/განადგურებული) ძირითადი საშუალების (რაოდენობრივი) ჩამოწერა ახდენს ჯგუფის ღირებულებით ბალანსზე (და შესაბამისად ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვთ ხარჯზე) გავლენას (არ ამცირებს მას), გარდა საგ.კოდ.§§111.8.; 111.9.–ით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ძირითადი საშუალების დაზიანებისას, საწარმოს მიერ, განცდილი ზიანის სანაცვლოდ, სადაზღვევო კომპანიისაგან მიღებული თანხა შეიძლება წარმოადგენდეს საქონლის/მომსახურების რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს ან არასაოპერაციო შემოსავალს (იხ. სტატია N1/9 ) და ორივე შემთხვევაში ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას.

მაგალითი N1:

ლიმონათების ჩამომსხმელი დანადგარი 2012 წლის 5 აპრილს საწარმოში გაჩენილი ცეცხლის შედეგად მთლიანად განადგურდა და 2012 წლის 10 აპრილს ჩამოიწერა (რაზეც საგადასახადო ორგანოს ეცნობა). საწარმოს იმავე საამორტიზაციო ჯგუფში (I ჯგუფი) სხვა ძირითადი საშუალება არ გააჩნდა და წინა წლის (2011) ბოლოს ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი შეადგენდა 64000 ლარს, ხოლო (2011 წელს) დარიცხული ამორტიზაცია 12800 ლარს. ს/ს სადაზღვევო კომპანია „გეო დაზღვევის“ მიერ მოხდა ძირითადი საშუალების ღირებულების (სადაზღვევო თანხის) 100 000 ლარის ანაზღაურება. 2012 წლის 25 დეკემბერს საწარმოს მიერ შეძენილი იქნა მსგავსი ტიპის ლიმონათის ჩამომსხმელი დანადგარი 118 000 ლარად დღგ–ს ჩათვლით.

მოცემულ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიიდან მიღებული ზიანის ანაზღაურება (100 000 ლარი) სრულად ექვემდებარება საწარმოს 2012 წლის ერთობლივ შემოსავალში ჩართვას. ამასთან მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ 2012 წლის 10 აპრილს საამორტიზაციო ჯგუფში შემავალი ერთადერთი ძირითადი საშუალების ჩამოწერით (ჩამოწერის მომენტისათვის) ჯგუფის ყველა აქტივი ლიკვიდირებული იყოს საამორტიზაციო ჯგუფი განულებას არ ექვემდებარება და შესაბამისად საწარმოს არ აქვს უფლება 51200 ლარი (64000-12800) წაიღოს გამოსაქვით ხარჯში, რადგან წლის ბოლომდე ამავე საამორტიზაციო ჯგუფში მოხდა 100 000 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალების შეძენა და რადგანაც წლის ბოლოსათვის ჯგუფში უკვე ირიცხებოდა აქტივი (ე.ი. საგ.კოდ.§111.8.–ის გამოყენების წინაპირობები მოცემული არ არის), საამორტიზაციო ჯგუფის ბალანსი 2012 წლის ბოლოსათვის იქნება 151200 ლარი (64000-12800+100000), ხოლო 2012 წელს დარიცხული ამორტიზაცია 30240 ლარი (151200*20%).



Developed By Aleksandre Chiabrishvili. Designed By mrGOTT