TaxInfo – საგადასახადო კოდექსის კომენტარები -ს ონლაინ პლატფორმა
TaxInfo წარმოადგენს საგადასახადო-სამეცნიერო ვიდეო ჟურნალს / საგადასახადო კოდექსის კომენტარები -ს ონლაინ პლატფორმას, რომელშიც ყოველთვიურად მოხდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების თემატური განმარტება ევროკავშირის ქვეყნებში ანალოგიურ/მსგავს ნორმებთან მიმართებაში ჩამოყალიბებული მიდგომების (მ.შ. მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს პრაქტიკის, ლუქსემბურგი) შესაბამისად. უახლოეს მომავალში იგეგმება ჟურნალში მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს (ლუქსემბურგი) პრეცედენტული გადაწყვეტილებების დამატება ქართულ ენაზე და მათი ანალიზი.
ჩვენი მიზანი:
TaxInfo-ს მიზანია ევროკავშირის ქვეყნებში საგადასახადო სამართლის ანალოგიურ/მსგავს ნორმებთან მიმართებაში ჩამოყალიბებული მიდგომების და პრაქტიკის მიხედვით საქართველოს საგადასახადო სამართლის ნორმების განმარტებებით, ერთის მხრივ, მოვახდინოთ საგადასახადო სამართლის მეცნიერების დარგის განვითარება, ხოლო მეორეს მხრივ, პრაქტიკული რჩევებით დავეხმაროთ მეწარმე სუბიექტებს საქართველოში თავიდან აირიდონ არსებითი საგადასახადო რისკები. სწორედ ამიტომ, ვიდეო კომენტარებში თანაბრად იქნება წარმოდგენილი როგორც თეორიული მსჯელობები, ისე პრაქტიკული მაგალითები.
TaxInfo -ს მხარდამჭერები არიან:
TaxInfo -ს მხარდამჭერები არიან საგადასახადო ინსტიტუტი და საგადასახადო ადვოკატი დიმიტრი გაგოშიძე. ჟურნალის კარი ღიაა საგადასახადო დარგის ყველა დამწყები თუ გამოცდილი სპეციალისტისთვის (პრაქტიკოსი/მეცნიერი), რომელსაც სურვილი აქვს ითანამშრომლოს TaxInfo -სთან და საკუთარი წვლილი შეიტანოს საგადასახადო სამართლის მეცნიერების დარგის განვითარებაში საქართველოში.