მთავარი სალაროს ნაშთის დაბეგვრა

სალაროს ნაშთის დაბეგვრა

სალაროს ნაშთის დაბეგვრა

მეთოდური მითითება სალაროში ნაღდი ფულის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

წინამდებარე მეთოდური მითითება:

ა) არეგულირებს საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთიდან გონივრული ნაშთის გაანგარიშებას და არაგონივრული ნაშთის დაბეგვრას.

ბ) არ არეგულირებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესით“ გათვალისწინებულ, სალაროში ნაღდი ფულის დათვლის პროცედურებს.

მუხლი 2. მიზანი

წინამდებარე მეთოდური მითითების მიზანია საგადასახადო შემოწმებისას სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის მიმართ შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ერთიანი მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა.

მუხლი 3. ტერმინები

წინამდებარე მეთოდური მითითების მიზნებისთვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ტერმინიმნიშვნელობა
სალარონაღდი ფულის განთავსება-შენახვის ნებისმიერი ადგილი (მათ შორის: სეიფი; სპეციალური უჯრა, სამუშაო მაგიდის უჯრა; ანგარიშვალდებული პირის ჯიბე/საფულე და სავაჭრო ობიექტის სალაროს პუნქტი), გარდა საბანკო ანგარიშისა.
სააღრიცხვოდოკუმენტაციაპირველადი დოკუმენტები, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საშუალებითაც აღირიცხება „სალაროში“ ნაღდი ფული, აგრეთვე, დგინდება „ნაღდი ფულის ნაშთი“.
ნაღდი ფულის ნაშთიყოველი კალენდარული თვის ბოლო რიცხვში, „სააღრიცხვო დოკუმენტაციის“ მიხედვით, გადასახადის გადამხდელის „სალაროში“ არსებული ნაღდი ფულის ოდენობა.
გონივრული ნაშთი„ნაღდი ფულის ნაშთის“ ის ნაწილი, რომლის განთავსება-შენახვა „სალაროში“ გადასახადის გადამხდელს ესაჭიროება მისის საქმიანობის ან/და სამეურნეო ოპერაციის სპეციფიკიდან, აგრეთვე, ბიზნეს-გეგმიდან გამომდინარე.
არაგონივრული ნაშთი„ნაღდი ფულის ნაშთის“ ის ნაწილი, რომელიც აღემატება გონივრული ნაშთის ოდენობას.­
ფიქტიური ნაშთინაღდი ფულის ის ნაწილი, რომელიც „სალაროში“ ფაქტობრივად არ გამოვლინდა საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ნებისმიერ ღონისძიების ფარგლებში.
საკასო ხარჯი„სალაროდან“ გასული/გასულად ჩათვლილი თანხა, რომელიც:ა) გაიცა კრედიტორული დავალიანების დასაფარად;ბ) გაიცა როგორც ავანსი, ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი, როიალტი;გ) ამ ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ №8 დანართის შესაბამისად“, ჩაითვალა ანაზღაურებულად;დ) გადახდილია დოკუმენტურად დადასტურებული სხვა ხარჯისთვის;ე) დაიბეგრა მოგების ან საშემოსავლო გადასახადით.
საკასო შემოსავალი„სალაროში“ შემოსული/შემოსულად ჩათვლილი თანხა, რომელიც მიღებულია საქონლის მიწოდებიდან ან/და მომსახურების გაწევიდან.

მუხლი 4. გამოყენების ვალდებულება

1. წინამდებარე მეთოდური მითითება გამოსაყენებლად სავალდებულოა იმ პირის მიმართ, რომელსაც უფიქსირდება საკასო შემოსავალი ან/და ხარჯი.

2. წინამდებარე მეთოდური მითითება არ გამოიყენება:

ა) იმ არაგონივრული ნაშთის მიმართ, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ნებისმიერ თვე(ებ)ში დეკლარირებულია ან/და შემოწმების პროცესში მოთხოვნილია დაკვალიფიცირდეს, როგორც გაცემული:

ა.ა) პროცენტიანი ან უპროცენტო სესხი;

ა.ბ) დივიდენდი;

ა.გ) ხელფასი (სარგებელი).

ა.დ) ა.ა.-ა.გ ქვეპუნქტების კომბინაცია.

ბ) თუ არაგონივრული ნაშთის გამოვლენიდან შემდგომი 3 თვის განმავლობაში, ნებისმიერ დღეს, სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა მცირდება გონივრული ნაშთის ფარგლებში ან  არ აღემატება 1 000 ლარს;

გ) თუ არაგონივრული ნაშთი მისი გამოვლენიდან შემდგომი 3 თვის განმავლობაში აღარ ფიქსირდება (მათ შორის, საბანკო ანგარიშზე შეტანის შედეგად);

დ) კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის (ლომბარდი) და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შესაბამის საქმიანობაზე;

ე) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შესაბამის საქმიანობებზე.

თავი II. გონივრული ნაშთის გაანგარიშება

მუხლი 5. გონივრული ნაშთის გაანგარიშება საკასო შემოსავლის და ხარჯის პირობებში

   თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა  ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად.

მაგალითი N1

ფაქტობრივი გარემოება

2021 წლის 1 თებერვალს დაინიშნა საწარმოს 2020 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმება. საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით საცალო ვაჭრობა. ამასთან, აღნიშნული პირის მიერ შემოსავლების მიღება და ხარჯების გაწევა ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.

მოცემულ პირობებში, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, 2020 წლის მაისის თვის ნაღდი ფულის ნაშთი დაფიქსირდა 15 000 ლარი. ამასთან, დადგინდა, რომ ამავე პერიოდში საკასო შემოსავალმა შეადგინა 50 000 ლარი, ხოლო საკასო ხარჯმა – 20 000 ლარი.

შეფასება და შედეგი

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის:

● გონივრული ნაშთი არის ნაღდი ფულის ნაშთის ის ნაწილი, რომლის განთავსება-შენახვა სალაროში გადასახადის გადამხდელს ესაჭიროება მისი საქმიანობის ან/და სამეურნეო ოპერაციის სპეციფიკიდან, აგრეთვე, ბიზნეს-გეგმიდან გამომდინარე.

● თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად.

ამდენად, მოცემულ პირობებში, 2020 წლის მაისის თვის ნაღდი ფულის ნაშთიდან (15 000 ლარი)  გონივრულ ნაშთად ჩაითვლება (50 000*10% + 20 000* 10%) 7 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა (15 000 – 7000) 8 000 ლარი, დაკვალიფიცირდება, როგორც არაგონივრული ნაშთი.

მუხლი 6. გონივრული ნაშთის გაანგარიშება საკასო შემოსავლის პირობებში

თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს, ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე,  უფიქსირდება საკასო შემოსავალი და არ აქვს საკასო ხარჯი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა  ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად.

მაგალითი N2

ფაქტობრივი გარემოება

2021 წლის 1 თებერვალს დაინიშნა საწარმოს 2020 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმება. საწარმოს საქმიანობის საგანია ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა. ამასთან, აღნიშნული პირის მიერ შემოსავლების მიღება ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო სალაროდან საკასო ხარჯი არ გაიწევა.

მოცემულ პირობებში, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, 2020 წლის მაისის თვის  ნაღდი ფულის ნაშთი დაფიქსირდა 15 000 ლარი, ხოლო ამავე საანგარიშო თვის საკასო შემოსავალი  – 50 000 ლარი.

შეფასება და შედეგი

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის:

● გონივრული ნაშთი არის ნაღდი ფულის ნაშთის ის ნაწილი, რომლის განთავსება-შენახვა სალაროში გადასახადის გადამხდელს ესაჭიროება მისი საქმიანობის ან/და სამეურნეო ოპერაციის სპეციფიკიდან, აგრეთვე, ბიზნეს-გეგმიდან გამომდინარე.

● თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს, ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე,  უფიქსირდება საკასო შემოსავალი და არ აქვს საკასო ხარჯი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა  ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად.

ამდენად, მოცემულ პირობებში, 2020 წლის მაისის თვის ნაღდი ფულის ნაშთიდან (15 000 ლარი) გონივრულ ნაშთად ჩაითვლება (50 000* 10%) 5 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა (15 000 – 5 000) 10 000 ლარი, დაკვალიფიცირდება, როგორც არაგონივრული ნაშთი.

მუხლი 7. გონივრული ნაშთის გაანგარიშება საკასო ხარჯის პირობებში

თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს, ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე,  უფიქსირდება საკასო ხარჯი და არ აქვს საკასო შემოსავალი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა  ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად.

მაგალითი N3

ფაქტობრივი გარემოება

2021 წლის 1 თებერვალს დაინიშნა საწარმოს 2020 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმება. საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით საცალო ვაჭრობა. ამასთან, აღნიშნული პირის მიერ ხარჯის გაწევა ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო საკასო შემოსავალი არ ფიქსირდება.

მოცემულ პირობებში, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, 2020 წლის მაისის თვის ნაღდი ფულის ნაშთი დაფიქსირდა 5 000 ლარი, ხოლო ამავე საანგარიშო თვის საკასო ხარჯი – 70 000 ლარი.

შეფასება და შედეგი

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის:

● გონივრული ნაშთი არის ნაღდი ფულის ნაშთის ის ნაწილი, რომლის განთავსება-შენახვა სალაროში გადასახადის გადამხდელს ესაჭიროება მისი საქმიანობის ან/და სამეურნეო ოპერაციის სპეციფიკიდან, აგრეთვე, ბიზნეს-გეგმიდან გამომდინარე.

● თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს, ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე,  უფიქსირდება საკასო ხარჯი და არ აქვს საკასო შემოსავალი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა  ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად.

ამდენად, მოცემულ პირობებში, იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%-ს შეადგენს (70 000* 10%) 7 000 ლარი, რაც 2 000 ლარით აღემატება ნაღდი ფულის ნაშთს, 2020 წლის მაისის თვის გონივრულ ნაშთად ჩაითვლება ნაღდი ფულის ნაშთი სრულად – 5 000 ლარი.

მუხლი 10. გონივრული ნაშთის გაანგარიშება ტერიტორიულად განცალკევებულ სალაროებში

თუ საკასო ხარჯი გაიწევა ერთზე მეტი, ტერიტორიულად განცალკევებული ობიექტის (ოფისი, მაღაზია, საწყობი და ა.შ.) სალაროდან, გონივრული ნაშთი განისაზღვრება თითოეულ სალაროზე ცალ-ცალკე.

მაგალითი N4

ფაქტობრივი გარემოება

2021 წლის 1 თებერვალს დაინიშნა საწარმოს 2020 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმება. საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით საცალო ვაჭრობა ტერიტორიულად განცალკევებული A და B ობიექტებიდან. ამასთან, აღნიშნული პირის მიერ ხარჯის გაწევა ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო საკასო შემოსავალი არ ფიქსირდება.

მოცემულ პირობებში, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, 2020 წლის მაისის თვის ნაღდი ფულის ნაშთმა A ობიექტში შეადგინა 10 000 ლარი, ხოლო B ობიექტში – 20 000 ლარი. ამასთან, დადგინდა, რომ ამავე საანგარიშო თვის A ობიექტის საკასო ხარჯი არის 30 000 ლარი, ხოლო B ობიექტის – 50 000 ლარი.

შეფასება და შედეგი

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის:

● გონივრული ნაშთი არის ნაღდი ფულის ნაშთის ის ნაწილი, რომლის განთავსება-შენახვა სალაროში გადასახადის გადამხდელს ესაჭიროება მისი საქმიანობის ან/და სამეურნეო ოპერაციის სპეციფიკიდან, აგრეთვე, ბიზნეს-გეგმიდან გამომდინარე.

● თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს, ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე,  უფიქსირდება საკასო ხარჯი და არ აქვს საკასო შემოსავალი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა  ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად.

● თუ საკასო ხარჯი გაიწევა ერთზე მეტი, ტერიტორიულად განცალკევებული ობიექტის (ოფისი, მაღაზია, საწყობი და ა.შ.) სალაროდან, გონივრული ნაშთი განისაზღვრება თითოეულ სალაროზე ცალ-ცალკე.

ამდენად, მოცემულ პირობებში, 2020 წლის მაისის თვის გონივრული ნაშთი  თითოეული ობიექტისთვის გაიანგარიშება ცალ-ცალკე და შედეგად, A ობიექტის გონივრული ნაშთი იქნება 3 000 (30 000* 10%), ხოლო B ობიექტის – 5 000 ლარი (50 000* 10%) .

თავი III. არაგონივრული ან/და ფიქტიური ნაშთის შემდგომი კვალიფიკაცია და მასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები

მუხლი 8. არაგონივრული ნაშთის კვალიფიკაცია გაცემულ უპროცენტო სესხად

დაბეგვრის მიზნებისთვის, არაგონივრული ნაშთი, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში კვალიფიცირდება, როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული უპროცენტო სესხი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ყოველი მომდევნო კალენდარული თვის ბოლოს იზრდება ან მცირდება (ითვლება შესაბამისი პირის მიერ შესაბამის სალაროდან გატანილად ან სალაროში დაბრუნებულად) ამავე კალენდარული თვის/თვეების არაგონივრული ნაშთის შესაბამისად.

მაგალითი N5

ფაქტობრივი გარემოება

2021 წლის 1 თებერვალს დაინიშნა საწარმოს 2020 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმება. საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით საცალო ვაჭრობა. ამასთან, აღნიშნული პირის მიერ შემოსავლების მიღება და ხარჯების გაწევა ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.

მოცემულ პირობებში, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, 2020 წლის მაისის თვის არაგონივრულმა ნაშთმა შეადგინა 15 000 ლარი, ივნისის – 12 000 ლარი, ივლისის – 20 000 ლარი.

შეფასება და შედეგი

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის:

● არაგონივრული ნაშთი არის ნაღდი ფულის ნაშთის ის ნაწილი, რომელიც აღემატება გონივრული ნაშთის ოდენობას.

● დაბეგვრის მიზნებისთვის, არაგონივრული ნაშთი, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში კვალიფიცირდება, როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული უპროცენტო სესხი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ყოველი მომდევნო კალენდარული თვის ბოლოს იზრდება ან მცირდება (ითვლება შესაბამისი პირის მიერ შესაბამის სალაროდან გატანილად ან სალაროში დაბრუნებულად) ამავე კალენდარული თვის/თვეების არაგონივრული ნაშთის შესაბამისად.

ამდენად, მოცემულ პირობებში, უპროცენტო სესხად კვალიფიცირებულ არაგონივრულ ნაშთთან დაკავშირებით პირის საგადასახადო ვალდებულებები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98​2 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-8 ნაწილისა და 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება შემდეგ პერიოდებში და შემდეგი ოდენობებით:

მაისი/2020

მოგება: მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა იქნება 17 647 ლარი (15 000/0,85), ხოლო დასარიცხი მოგების გადასახადი 2 647 ლარი (17 647 * 0,15).

საშემოსავლო: საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა იქნება 312 ლარი, ანუ აგროსილი სარგებელი (250 / 0,8), ასაგროსი სარგებელი იქნება 250 ლარი (15 000* 0,2 /12), ხოლო დასარიცხი საშემოსავლო გადასახადი 62 ლარი (312 * 0,2).

ივნისი/2020

მოგება: მოგების გადასახადში ჩასათვლელი თანხა იქნება 529 ლარი ((15 000 – 12 000) 3 000/0,85 * 0,15)).

საშემოსავლო: საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა იქნება 250 ლარი, ანუ აგროსილი სარგებელი (200 /0,8), ასაგროსი სარგებელი იქნება 200 ლარი (12 000* 0,2 /12), ხოლო დასარიცხი საშემოსავლო გადასახადი 50 ლარი (250 * 0,2).

ივლისი/2020

მოგება: მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა იქნება 9 412 ლარი ((20 000 – 12 000) 8 000/0,85)), ხოლო და დასარიცხი მოგების გადასახადი  1 412 ლარი (9 412* 0,15).

საშემოსავლო: საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა იქნება 416 ლარი, ანუ აგროსილი სარგებელი (333 /0,8), ასაგროსი სარგებელი იქნება 333 ლარი (20 000* 0,2 /12), ხოლო დასარიცხი საშემოსავლო გადასახადი 83 ლარი (416 * 0,2).

მუხლი 9. არაგონივრული ნაშთის კვალიფიკაცია გონივრულ ნაშთად

ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება არაგონივრული ნაშთი და სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამაჯერებლად იქნა მიჩნეული სალაროში შესაბამისი თანხის/თანხის ნაწილის განთავსება-შენახვის საჭიროება, აღნიშნული თანხა/თანხის ნაწილი ჩაითვლება გონივრულ ნაშთად, შესაბამისად, ამ თანხის/თანხის ნაწილის მიმართ დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ განისაზღვრება.

მაგალითი N6

ფაქტობრივი გარემოება

2021 წლის 1 თებერვალს დაინიშნა საწარმოს 2020 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმება. საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით საცალო ვაჭრობა. ამასთან, აღნიშნული პირის მიერ ხარჯების გაწევა ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო საკასო შემოსავალი არ ფიქსირდება. მოცემულ პირობებში, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით:

● 2020 წლის მაისის თვის ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 25 000 ლარი, საკასო ხარჯმა 70 000 ლარი და შესაბამისად, გონივრულმა ნაშთმა 7 000 ლარი (70 000 * 10%).

● 2020 წლის ივნისის თვის ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 32 000 ლარი, ხოლო საკასო ხარჯი არ გაწეულა.

● 2020 წლის 20 ივნისს ფიქსირდება საწარმოს ანგარიშვალდებული პირის მივლინება საზღვარგარეთ, რომელმაც ამავე წლის ივლისის თვეში ნაღდი ანგარიშსწორებით საწარმოსთვის შეიძინა და გადაიხადა სატვირთო ავტომანქანის ღირებულება 50 000 ლარი (ეკვივალენტი ვალუტა), რომელიც შედგება 2020 წლის მაისის თვის არაგონივრული ნაშთისგან (18 000 ლარი (25 000 – 7 000)) და 2020 წლის 20 ივნისს ამავე ანგარიშვალდებული პირის მიერ  საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხისგან (32 000 ლარი).

შეფასება და შედეგი

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის:

● სალარო განიმარტება, როგორც ნაღდი ფულის განთავსება-შენახვის ნებისმიერი ადგილი, მათ შორის: სეიფი; სპეციალური უჯრა, სამუშაო მაგიდის უჯრა; ანგარიშვალდებული პირის ჯიბე/საფულე; სავაჭრო ობიექტის სალაროს პუნქტი და ა.შ.

● გონივრული ნაშთი არის ნაღდი ფულის ნაშთის ის ნაწილი, რომლის განთავსება-შენახვა სალაროში გადასახადის გადამხდელს ესაჭიროება მისი საქმიანობის ან/და სამეურნეო ოპერაციის სპეციფიკიდან, აგრეთვე, ბიზნეს-გეგმიდან გამომდინარე. ამასთან, თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს, ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე,  უფიქსირდება საკასო ხარჯი და არ აქვს საკასო შემოსავალი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა  ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად.

● ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება არაგონივრული ნაშთი და სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამაჯერებლად იქნა მიჩნეული სალაროში შესაბამისი თანხის/თანხის ნაწილის განთავსება-შენახის საჭიროება, აღნიშნული თანხა/თანხის ნაწილი ჩაითვლება გონივრულ ნაშთად, შესაბამისად, ამ თანხის/თანხის ნაწილის მიმართ დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ განისაზღვრება.

ამდენად, მოცემულ პირობებში, როგორც მაისის თვის არაგონივრული ნაშთი (18 000 ლარი), ისე ივნისის თვეში შესაბამისი ანგარიშვალდებული პირის მიერ საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხა (32 000 ლარი) ჩაითვლება გონივრულ ნაშთად, ვინაიდან სალაროში ამ თანხების განთავსება-შენახვის საჭიროება შესაბამისობაშია გადასახადის გადამხდელის სამეურნეო ოპერაციასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ თანხების მიმართ დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ განისაზღვრება.

მაგალითი N7

ფაქტობრივი გარემოება

2021 წლის 1 თებერვალს დაინიშნა საწარმოს 2020 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმება. საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით საცალო ვაჭრობა. ამასთან, აღნიშნული პირის მიერ შემოსავლების მიღება და ხარჯების გაწევა ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. მოცემულ პირობებში:

● ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოს თვის ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 150 000 ლარი, ხოლო გონივრულმა ნაშთმა 20 000 ლარი.

● 2020 წლის 13 სექტემბერს საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ერთ-ერთ ღონისძიების ფარგლებში, წინასწარი შეტყობინების გარეშე, განხორციელდა გადასახადის გადამხდელის სალაროში არსებული ნაღდი ფულის დათვლა, რა დროსაც, ნაღდი ფულის ფაქტობრივმა ოდენობამ შეადგინა 160 000 ლარი.

● გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ კომერციული ფართის შეძენის მიზნით, განზრახული ჰქონდა ნაღდი ფულის დაგროვება სალაროში.

შეფასება და შედეგი

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის:

● გონივრული ნაშთი არის ნაღდი ფულის ნაშთის ის ნაწილი, რომლის განთავსება-შენახვა სალაროში გადასახადის გადამხდელს ესაჭიროება მისი საქმიანობის ან/და სამეურნეო ოპერაციის სპეციფიკიდან, აგრეთვე, ბიზნეს-გეგმიდან გამომდინარე. ამასთან, თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს, ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე,  უფიქსირდება საკასო ხარჯი და არ აქვს საკასო შემოსავალი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა  ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად.

● ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება არაგონივრული ნაშთი და სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამაჯერებლად იქნა მიჩნეული სალაროში შესაბამისი თანხის/თანხის ნაწილის განთავსება-შენახის საჭიროება, აღნიშნული თანხა/თანხის ნაწილი ჩაითვლება გონივრულ ნაშთად, შესაბამისად, ამ თანხის/თანხის ნაწილის მიმართ დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ განისაზღვრება.

ამდენად, მოცემულ პირობებში, 2020 წლის აგვისტოს თვის გონივრულ ნაშთად ჩაითვლება ნაღდი ფულის ნაშთი სრულად – 150 000 ლარი, ვინაიდან სალაროში ამ თანხის განთავსება-შენახვის საჭიროება შესაბამისობაშია გადასახადის გადამხდელის ბიზნეს-გეგმასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ თანხების მიმართ დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ განისაზღვრება.

მაგალითი N8

ფაქტობრივი გარემოება

2021 წლის 1 თებერვალს დაინიშნა საწარმოს 2020 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმება. საწარმოს საქმიანობის საგანია ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა. ამასთან, აღნიშნული პირის მიერ შემოსავლების მიღება ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. მოცემულ პირობებში:

● ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, 2020 წლის მაისის თვის  ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 15 000 ლარი, ხოლო გონივრულმა ნაშთმა 1 000 ლარი.

● 2020 წლის 30 მაისს საწარმოს ანგარიშვალდებული პირის მიერ საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გატანილია 3 000 ლარი, რომელიც მომდევნო თვის 5 რიცხვში ნაღდი ანგარიშსწორებით (ხელშეკრულების შესაბამისად) გადახდილია სავაჭრო ფართის გათბობის სისტემის მონტაჟისთვის.

შეფასება და შედეგი

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის:

● სალარო განიმარტება, როგორც ნაღდი ფულის განთავსება-შენახვის ნებისმიერი ადგილი, მათ შორის: სეიფი; სპეციალური უჯრა, სამუშაო მაგიდის უჯრა; ანგარიშვალდებული პირის ჯიბე/საფულე; სავაჭრო ობიექტის სალაროს პუნქტი და ა.შ.

● გონივრული ნაშთი არის ნაღდი ფულის ნაშთის ის ნაწილი, რომლის განთავსება-შენახვა სალაროში გადასახადის გადამხდელს ესაჭიროება მისი საქმიანობის ან/და სამეურნეო ოპერაციის სპეციფიკიდან, აგრეთვე, ბიზნეს-გეგმიდან გამომდინარე. ამასთან, თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს, ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე,  უფიქსირდება საკასო ხარჯი და არ აქვს საკასო შემოსავალი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა  ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად.

● ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება არაგონივრული ნაშთი და სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამაჯერებლად იქნა მიჩნეული სალაროში შესაბამისი თანხის/თანხის ნაწილის განთავსება-შენახვის საჭიროება, აღნიშნული თანხა/თანხის ნაწილი ჩაითვლება გონივრულ ნაშთად, შესაბამისად, ამ თანხის/თანხის ნაწილის მიმართ დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ განისაზღვრება.

ამდენად, მოცემულ პირობებში, 2020 წლის მაისის თვის გონივრულ ნაშთად ჩაითვლება ნაღდი ფულის ნაშთი სრულად – 3 000 ლარი, ვინაიდან სალაროში ამ თანხის განთავსება-შენახვის საჭიროება შესაბამისობაშია გადასახადის გადამხდელის ბიზნეს-გეგმასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2 000 ლარის (3 000 – 1 000) მიმართ დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ განისაზღვრება.

მუხლი 10. ფიქტიური ნაშთის კვალიფიკაცია გაცემულ ხელფასად (სარგებლად)

ნაღდი ფულის ნაშთის ის ნაწილი, რომელიც სალაროში ფაქტობრივად არ გამოვლინდა საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ნებისმიერ ღონისძიების ფარგლებში, კვალიფიცირდება, როგოც მისი გამოვლენის დღეს საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი (სარგებელი).

მაგალითი N9

ფაქტობრივი გარემოება

2021 წლის 1 თებერვალს დაინიშნა საწარმოს 2020 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმება. საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით საცალო ვაჭრობა. ამასთან, აღნიშნული პირის მიერ შემოსავლების მიღება და ხარჯების გაწევა ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.

მოცემულ პირობებში, 2020 წლის 15 ივნისს საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ერთ-ერთ ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა გადასახადის გადამხდელის სალაროში არსებული ნაღდი ფულის დათვლა, რა დროსაც, სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით სალაროში ნაღდი ფულის ოდენობად დაფიქსირდა 150 000 ლარი, ხოლო ფაქტობრივ ოდენობად – 50 000 ლარი.

შეფასება და შედეგი

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის ფიქტიური ნაშთი არის  ნაღდი ფულის ის ნაწილი, რომელიც სალაროში ფაქტობრივად არ გამოვლინდა საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ნებისმიერი ღონისძიების ფარგლებში.

ამდენად, მოცემულ პირობებში, 100 000 ლარი (150 000 – 50 000) დაკვალიფიცირდება, როგოც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი (სარგებელი).

მუხლი 11. ფიქტიური ნაშთის კვალიფიკაცია სხვა განაცემად

გარდა ამ მეთოდური მითითების მე-10 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ფიქტიური ნაშთი, გადასახადის გადამხდელთან შეთანხმებით, მისი განმარტების შესაბამისად, შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც გაცემული:

ა.ა) პროცენტიანი ან უპროცენტო სესხი;

ა.ბ) დივიდენდი;

ა.გ) ა.ა.-ა.ბ ქვეპუნქტებისა და ხელფასის (სარგებლის) კომბინაცია.

(08.07.2019 ბრძანება №22708)