მთავარი მივლინების ნორმები

მივლინების ნორმები

მივლინების ნორმები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №220

2005 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა და 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ამ ბრძანებაში გამოყენებულ ტერმინებს, ამ ბრძანების მიზნებისთვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მივლინება – დამქირავებლის ბრძანებით ან/და დავალებით დაქირავებულის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე ქვეყნის ფარგლების გარეთ. ქვეყნის ფარგლების გარეთ მივლინება შეიძლება იყოს მოკლევადიანი ან გრძელვადიანი;

ბ) გრძელვადიანი მივლინება – ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაქირავებულის გაგზავნა 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით;

გ) მოკლევადიანი მივლინება – ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაქირავებულის გაგზავნა 30 ან ნაკლები კალენდარული დღის ვადით;

დ) დაქირავებით მუშაობა, დამქირავებელი და დაქირავებული – დაქირავებით მუშაობა, დამქირავებელი და დაქირავებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად;

ე) მუდმივი სამუშაო ადგილი – ტერიტორია, სადაც დაქირავებული, შრომითი ხელშეკრულების ან ბრძანების საფუძველზე, განსაზღვრული სამუშაო დროის პერიოდში (ფიქსირებულ სამუშაო საათებში) დამქირავებელს უსრულებს სამუშაოს, რომელიც რეგულარულ და არაერთჯერად ხასიათს ატარებს;

ვ) უქმე დღე – საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად;

ზ) მივლინებაში გამგზავრების დღე, მივლინებიდან დაბრუნების დღე – დღე, რომლის 24 საათამდე განხორციელდა შესაბამისი მოქმედება (გამგზავრება ან დაბრუნება).

2. ქვეყნის ფარგლებში დაქირავებულის მივლინებისას:

ა) მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვროს 30 ლარის ოდენობით, რომელიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების გამოურიცხავად, ხოლო 30 კმ-მდე მანძილზე მივლინებისას, როდესაც შესაძლებელია სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება, ანაზღაურდეს მხოლოდ მგზავრობის ხარჯები;

ბ) მგზავრობისა და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის საფუძველზე.

3. ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაქირავებულის მივლინებისას:

ა) მივლინების სადღეღამისო და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვროს თანახმად დანართი №1-ისა, რომლებიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების გამოურიცხავად;

ბ) მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს ეკონომკლასის (ან მისი შესაბამისი კლასის) ბილეთის ღირებულებისა.

3​1. გრძელვადიანი მივლინებისას პირველი 30 დღის განმავლობაში სადღეღამისო ხარჯების ნორმები განისაზღვროს დანართი №1-ის მიხედვით მოკლევადიანი მივლინებისათვის დადგენილი ნორმებით (სვეტი №3), ხოლო 30 დღის შემდეგ – ამავე დანართის სვეტი №4-ით (საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულების მომსახურეთათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც მდებარეობს ეს დაწესებულება) განსაზღვრული ნორმებით.

3​2. დამქირავებლის მიერ იმ დაქირავებულის საქართველოში მივლინებისას, რომლის მუდმივი სამუშაო ადგილი მდებარეობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, სამივლინებო ხარჯების განსაზღვრისათვის გამოიყენება ქვეყნის შიგნით დაქირავებულის მივლინებისათვის ამ ბრძანებით დადგენილი ნორმები.

4. თუ დაქირავებულის მივლინებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმღები მხარე უზრუნველყოფს მხოლოდ კვების ხარჯებით, მაშინ მისი სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვროს დანართ №1-ში გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის 30 პროცენტის ოდენობით.

4​1. (ამოღებულია).

4​2. (ამოღებულია).

4​3. (ამოღებულია).

4​​4. სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები განისაზღვროს „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა  და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 აგვისტოს №490 დადგენილების შესაბამისად.

4​5. საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას  სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს დანართი 3-ის შესაბამისად.

4​6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის, საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ნორმები განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

4​7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს №5 დანართის შესაბამისად

4​8. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების ნორმები განისაზღვროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

4​9. ამ ბრძანების მიზნებისათვის, საჯარო მოსამსახურეთა სამივლინებო ხარჯების ნორმები განისაზღვროს „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილების შესაბამისად.

4​​​10. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები განისაზღვროს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანების №13 დანართის შესაბამისად.

   4​11. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მივლინების ანაზღაურების ნორმები განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსების მიერ დადგენილი წესით.

5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ჩეჩელაშვილი

  

დანართი №1

ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს დაქირავებულისათვის სადღეღამისო ხარჯებისათვის და საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების ნორმები

სადღეღამისო ნორმები
ქვეყნის დასახელებაუცხოური ვალუტის დასახელებამოკლევადიანი მივლინებისასსაზღვარგარეთ საქ. დაწესებულების მოსამსახურე თათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც მდებარეობს ეს დაწესებულებასაცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების სადღეღამისო ნორმა
12345
ავსტრალიის თანამეგობრობა ავსტრ ალიური დოლარი8050210
ავსტრიის რესპუბლიკა  ევრო6040150
ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
აზერბაიჯანის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530140
ალბანეთის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530140
ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
ამერიკის შეერთებული შტატები  აშშ დოლარი7550240
ანგოლის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
ანდორის სამთავრო  ევრო6040150
ანტიგუა და ბარბუდა  აშშ დოლარი4530100
არაბთა გაერთიანებული საამიროები  აშშ დოლარი4530150
არგენტინის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530140
ახალი ზელანდია  აშშ დოლარი4530140
ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა აშშ დოლარი4530100
ბარბადოსი  აშშ დოლარი4530100
ბაჰრეინის სამეფო  აშშ დოლარი4530150
ბაჰამის თანამეგობრობა  აშშ დოლარი6040150
ბელარუსის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530140
ბელგიის სამეფო  ევრო6040180
ბელიზი  აშშ დოლარი4530120
ბენინი  აშშ დოლარი4530140
ბერმუდის კუნძულები  აშშ დოლარი4530140
ბოლივიის მრავალეროვნული სახელმწიფო  აშშ დოლარი4530100
ბოსნია და ჰერცოგოვინა  აშშ დოლარი4530100
ბოტსვანის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530140
ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა აშშ დოლარი6040150
ბრუნეი დარუსალამი  აშშ დოლარი4530150
ბულგარეთის რესპუბლიკაევრო4530120
 ბურკინა-ფასო  აშშ დოლარი4530100
 გაბონი  აშშ დოლარი4530140
გაიანას კოოპერატიული რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530150
გამბია  აშშ დოლარი4530100
განა  აშშ დოლარი4530100
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა  ევრო6540180
გვატემალის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530120
გვინეა  აშშ დოლარი4530150
გვინეა-ბისაუ  აშშ დოლარი4530100
გიბრალტარი  აშშ დოლარი4530100
გრენადა  აშშ დოლარი4530150
დანიის სამეფო  დანიური კრონა4653251318
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოი ნგლისური გირვანქა სტერლინგი6038180
 დომინიკის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
დომინიკის თანამეგობრობა  აშშ დოლარი4530100
ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530120
ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა აშშ დოლარი4530100
ეკვადორის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530150
  ეკვატორ ი ული გვინეა  აშშ დოლარი4530100
ერაყი ს რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
ესპანეთის სამეფო  ევრო6040180
ესტონეთის რესპუბლიკა  ევრო4530140
ვანუატუს რესპუბლიკა აშშ დოლარი4530100
ვენესუელა  აშშ დოლარი4530120
ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
ზამბიის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530120
ზიმბაბვეს რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
თურქეთის რესპუბლიკაევრო4530100
თურქმენეთი  აშშ დოლარი4530100
იამაიკა  აშშ დოლარი4530140
იაპონია  იაპონური იენა9100568527300
იემენის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
ინდოეთის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530140
ინდონეზიის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო  აშშ დოლარი4530120
ირანის ისლამური რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
ირლანდია  ევრო6040180
ისლანდიის რესპუბლიკა  აშშ დოლარი6040180
ისრაელის სახელმწიფო  აშშ დოლარი6040150
იტალიის რესპუბლიკა  ევრო6040150
  სერბეთის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530120
კაბო-ვერდე  აშშ დოლარი4530100
კაიმანის კუნძულები  აშშ დოლარი4530120
კამბოჯის სამეფო  აშშ დოლარი4530100
კანადა  აშშ დოლარი6040180
კატარის სახელმწიფო  აშშ დოლარი4530120
კენიის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530140
კვიპროსის რესპუბლიკაევრო6040150
კირიბატის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
კოლუმბიის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
კომორის კუნძულები  აშშ დოლარი4530100
კონგო  აშშ დოლარი4530100
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530120
კოსტა – რიკის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
კოტ დიუ ვ არი  აშშ დოლარი4530140
კუბის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
ლატვიის რესპუბლიკაევრო4530140
ლესოტოს სამეფო  აშშ დოლარი4530100
ლიბანის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
ლიბერია  აშშ დოლარი4530100
ლიბია  აშშ დოლარი4530100
ლიეტუ ვ ას რესპუბლიკაევრო4530140
ლიხტენშტაინის სამთავრო  შვეიც არული ფრანკი6037138
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო  ევრო6040150
მადაგასკარის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
მავრიკის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
მაკაო  აშშ დოლარი4530100
ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530140
მალავის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
მალაიზიამალა ი ზიური რინგიტი160100420
მალდივების რესპუბლიკა  აშშ დოლარი 4530100
მალი  აშშ დოლარი4530100
მალტის რესპუბლიკა  ევრო4530140
მარშალის კუნძულები ს რესპუბლიკა აშშ დოლარი 4530100
მაროკოს სამეფო  აშშ დოლარი4530100
მექსიკის შეერთებული შტატები  აშშ დოლარი4530120
მიანმა  აშშ დოლარი4530100
მიკრონეზიის ფედერაციული შტატები აშშ დოლარი 4530100
მოზამბიკის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
მოლდოვას რესპუბლიკაევრო4530140
მონაკოს სამთავრო  ევრო6040150
მონტენეგროევრო4530120
მონღოლეთი  აშშ დოლარი4530100
ნამიბიის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
ნიგერი  აშშ დოლარი4530100
ნიგერია  აშშ დოლარი4530120
 ნიდერლანდების სამეფო  ევრო6040180
ნიკარაგუა  აშშ დოლარი4530100
ნორვეგიის სამეფო  ნორვეგიული კრონა6804001800
ომანის სასულთნო  აშშ დოლარი4530120
პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
 პალაუს რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
პანამის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530120
პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელი სახელმწიფო  აშშ დოლარი4530120
პარაგვაის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
პერუს რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530120
პოლონეთის რესპუბლიკაევრო4530140
პორტუგალიის რესპუბლიკა  ევრო4540150
პუერტო-რიკო  აშშ დოლარი4530140
რუანდის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
რუმინეთიევრო4530140
რუსეთის ფედერაცია  აშშ დოლარი4530180
საბერძნეთის რესპუბლიკა  ევრო4530140
სალვადორის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
სამო ი ს დამოუკიდებელი სახელმწიფო  აშშ დოლარი4530100
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა  აშშ დოლარი452960
კორეის რესპუბლიკა  აშშ დოლარი6040150
 სან-მარინო ს რესპუბლიკა  ევრო4530120
 სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
საუდის არაბეთის სამეფო  აშშ დოლარი6040150
საფრანგეთის რესპუბლიკა  ევრო6544176
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები  ევრო6040150
სეიშელის რესპუბლიკა აშშ დოლარი6040150
სენეგალი აშშ დოლარი4530100
სენტ-ლუსია  აშშ დოლარი4530150
ესვატინის სამეფო  აშშ დოლარი4530120
 სიერა-ლეონე  აშშ დოლარი4530100
სინგაპურის რესპუბლიკასინგაპურული დოლარი10065327
 სირია  აშშ დოლარი4530100
სლოვაკეთის რესპუბლიკაევრო4530120
სლოვენიის რესპუბლიკაევრო4530100
სოლომონის კუნძულებიაშშ დოლარი4530100
სომალის ფედერაციული რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
სომხეთის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530120
სუდანის რესპუბლიკა  აშშ დოლარი6040150
სურინამის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530120
ტაივანი  აშშ დოლარი4530140
ტაილანდის სამეფო  აშშ დოლარი6040150
ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
ტაჯიკეთის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
ტოგო  აშშ დოლარი4530100
ტონგის სამეფო  აშშ დოლარი4530100
ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530150
ტუნისის რესპუბლიკა აშშ დოლარი 4530100
უგანდის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530100
 უზბეკეთის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530120
 უკრაინა  აშშ დოლარი4530180
უნგრეთიევრო4530180
ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკა აშშ დოლარი4530100
ფილიპინების რესპუბლიკა აშშ დოლარი4530140
ფინეთის რესპუბლიკა ევრო7545200
ფიჯის რესპუბლიკა აშშ დოლარი4530100
ქუვეითის სახელმწიფოქუვეითური დინარი15945
ყაზახეთის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530150
ყირგიზეთის რესპუბლიკა  აშშ დოლარი4530150
შვეიცარიის კონფედერაცია  შვეიცარული ფრანკი7446220
შვედეთის სამეფო შვედური კრონა6804001816
შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკააშშ დოლარი4530120
ჩადის რესპუბლიკააშშ დოლარი4530100
ჩეხეთის რესპუბლიკაევრო4530180
ჩილეს რესპუბლიკააშშ დოლარი4530120
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკააშშ დოლარი4530150
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკააშშ დოლარი4530100
ხორვატიის რესპუბლიკაევრო4530180
ჰაიტის რესპუბლიკააშშ დოლარი4530100
ჰონდურასის რესპუბლიკა აშშ დოლარი4530100
ბჰუტანის სამეფოაშშ დოლარი4530100
ბურუნდის რესპუბლიკააშშ დოლარი4530100
კამერუნის რესპუბლიკააშშ დოლარი4530100
ჯიბუტის რესპუბლიკა აშშ დოლარი4530100
ერითრეააშშ დოლარი4530100
ნაურუს რესპუბლიკააშშ დოლარი4530100
სე ნ ტ-ვინსენტი და გრენადინებიაშშ დოლარი4530100
ტიმორ ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკააშშ დოლარი4530100
ტუვალუაშშ დოლარი4530100

დანართი №2 

(ამოღებულია) 

დანართი №3 

საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი

მოსამსახურეთა თანამდებობრივი დასახელებასადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტობით
1პარლამენტის თავმჯდომარე100
2პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე90
3პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე80
4პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეები 50
5საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე50
6პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერთა მოადგილეები და მდივნები, საპარლამენტო ფრაქციის მდივანი, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეთა მოადგილეები და მდივნები, პარლამენტის წევრი, პარლამენტის აპარატის უფროსი   45
7პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე, პარლამენტის აპარატის დეპარტამენტის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, საბიუჯეტო ოფისის უფროსი, მანდატურთუხუცესი40
8პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე, კომიტეტის აპარატის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე, მთავარი ბუღალტერი, სასწავლო ცენტრის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის სამდივნოთა უფროსები, პარლამენტის აპარატის უფროსის სამდივნოს უფროსი, განყოფილების უფროსი35

შენიშვნები:

1. საპარლამენტო დელეგაცია არის ის დელეგაცია, რომელსაც მიენიჭა საქართველოს პარლამენტის სახელით გამოსვლის უფლება.

2. საქართველოს პარლამენტის წევრს და პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეს (ერთზე მეტი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში) უფლება აქვთ მიიღონ დანართი №3-ით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის მხოლოდ ერთი, უფრო მაღალი დანამატი.

3. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მივლინების პირველ სამ დღეზე (თითოეულ ქვეყანაში)  სადღეღამისო ნორმის დანამატი (თითოეულ დღეზე) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) საქართველო ს პარლამენტის თავმჯდომარისათვის – 230 ევროს ეკვივალენტით შესაბამის ვალუტაში;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისათვის – 200 ევროს ეკვივალენტით შესაბამის ვალუტაში.

4. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებს, კომიტეტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს, საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარესა და საპარლამენტო დელეგაციის წევრს სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად.

5. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საპარლამენტო დელეგაციების წევრებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას მგზავრობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად.

6. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას კავშირგაბმულობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად.

დანართი №4

(ამოღებულია – 18.04.12 №119)

დანართი №5

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი:

 №მოსამსახურეთა თანამდებობრივი დასახელებასადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობაპროცენტებით
1საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე100
2საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე85 
3საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი80

 შენიშვნა:

 1. თუ მივლინების ხანგრძლივობა 3  დღეზე ნაკლებია ან 3 დღეა:

 ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 280 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით;

 ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და წევრების სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 130 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით.

 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას მგზავრობისა და სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აუნაზღაურდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საკონსტიტუციო სასამარ­თლო­სათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებ­ში.