მთავარი კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობა

საგადასახადო ინსტიტუტი მადლობას გიხდით ვებგვერდზე – http://n4p.a8b.mywebsitetransfer.com/ (შემდეგში – ვებგვერდი) სტუმრობისთვის და იმ ინტერესისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ იჩენთ საგადასახადო – სამეცნიერო ვიდეო ჟურნალ – TaxInfo-ს მიმართ.

თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა ჩვენთვის პრიორიტეტია. ჩვენს მიერ მოპოვებული თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გამოყენება ხდება საგადასახადო ინსტიტუტის მიერ დამტკიცებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის საფუძველზე:

მონაცემთა დაცვის პოლიტიკა:

თქვენ ვალდებული ხართ ვებგვერდით სარგებლობის დაწყებამდე გაეცნოთ წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკის წესებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელოთ ვებგვერდით სარგებლობა, თუ ეთანხმებით მონაცემთა დაცვის პოლიტიკით წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ უნდა შეწყვიტოთ ვებგვერდით სარგებლობა.

მონაცემთა დაცვის პოლიტიკის წესების გადახედვა და განახლება საგადასახადო ინსტიტუტის მიერ ხორციელდება რეგულარულად, რის გამოც თქვენ ვალდებული ხართ რეგულარულად გაეცნოთ  მონაცემთა დაცვის პოლიტიკის წესებს.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?

როდესაც სტუმრობთ ვებგვერდს, ჩვენი სერვერი ავტომატურად ინახავს დეტალებს თქვენი ვიზიტის შესახებ (მაგალითად: IP მისამართს, რომლიდანაც ეწვიეთ ვებგვერდს; ვიზიტის დროს გამოყენებულ ინტერნეტ ბრაუზერისა და ვიზიტის განმახორციელებელი მოწყობილობის ტიპებს; ვებგვერდის კონკრეტულ გვერდებს, რომლებსაც ვიზიტის დროს ესტუმრეთ; ვებგვერდზე ვიზიტის ხანგძლივობებს და ა.შ.).

დამატებით, ჩვენს მიერ ხდება იმ მონაცემების შეგროვება, რომელსაც თქვენ გვაწვდით ვებგვერდზე მომხმარებლად რეგისტრაციისას და პროდუქტის (ვიდეო ჟურნალის გამოცემების) შეძენისას (მაგალითად: სახელი, გვარი, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, დამსაქმებელი, ელ. ფოსტა და ა.შ.).

ვებგვერდი არ არის განკუთვნილი პირებისთვის, რომელთაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევიათ და შესაბამისად, ვებგერდი არ აგროვებს პერსონალურ მონაცემებს აღნიშნული პირებისგან.

როგორ ვაგროვებთ და ვინახავთ თქვენს შესახებ ინფორმაციას?

ინფორმაციის შესაგროვებლად ჩვენ ვიყენებთ ისეთ ტექნოლოგიას, როგორიცაა მზა ჩანაწერები (cookies) ან თეგი (თრექინგ ტექნოლოგია).  მზა ჩანაწერები და თრექინგ ტექნოლოგია გვეხმარება ვმართოთ და გავაუმჯობესოთ ვებგვერდის ეფექტურობა (მაგალითად მოვახდინოთ ვებგვერდის ყველაზე პოპულარული გვერდების იდენტიფიცირება და სხვ.)

რაში გამოვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

ვებგვერდი გამოიყენებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:

  • ვებგვერდის ტექნიკური ადმინისტრირების და მისი სრულყოფა-განვითარებისთვის;
  • ვებგვერდზე განთავსებული ვიდეო კომენტარების/სტატიების/სიახლეების შესახებ ინფორმაციის თქვენთვის მოსაწოდებლად;
  • ვებგვერდისა და TaxInfo – ჯგუფში  შემავალი პირების სერვისებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის თქვენთვის მოსაწოდებლად და სხვ. მარკეტინგული მიზნებისთვის.

ვის შეიძლება გადაეცეს ვებგვერდზე თქვენზე შეგროვებული პერსონალური ინფორმაცია?

საგადასახადო ინსტიტუტი არ ახდენს ვებგვერდზე შეგროვებული პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მესამე პირისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს საგადასახადო ინსტიტუტის ვალდებულებას.

ვებგვერდზე მოპოვებული პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით საგადასახადო ინსტიტუტი ახორციელებს მონაცემთა დაცვის ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების იმპლემენტაციას.

რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც მონაცემებს ინტერნეტის მეშვეობით აგზავნით?

ინტერნეტი არ წარმოადგენს დაცულ გარემოს, და ინფორმაციაზე, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება (მაგალითად ვებგვერდის ან ელექტრონული შეტყობინების სისტემის გამოყენებით), შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან სხვა ტექნიკური შეცდომა. ამ გზით მესამე პირის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების მოპოვებაზე საგადასახადო ინსტიტუტი პასუხს არ აგებს.

დამტკიცებულია საგადასახადო ინსტიტუტის მიერ

18.07.2022 ქ. თბილისი