(+995) 558 929 929
15:24 ორშაბათი, 11 დეკემბერი
მთავარი მთავარი სტატია N17/2 პრინციპული ცვლილებები უკუდაბეგვრის დღგ–ს ნაწილში
სტატია N17/2 პრინციპული ცვლილებები უკუდაბეგვრის დღგ–ს ნაწილში

საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების (იხ. ცვლილების დოკუმენტი) შესაბამისად უკუდაბეგვრის დღგ–ს ჩათვლის დოკუმენტია არა უკუდაბეგვრის დღგ–ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (როგორც ეს საკანონმდებლო ცვლილებამდე პერიოდში იყო), არამედ უკუდაბეგვრის დღგ–ს გაანგარიშებაში დარიცხული და  დღგ–ს დეკლარაციაში ასახული უკუდაბეგვრის დღგ–ს თანხა (საგ. კოდ.§171.1.დ.).

განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვანია რამდენიმე ასპექტით:

1) ლილებებამდე პერიოდში საწარმო უკუდაბეგვრის დღგ–ს თანხას იხდიდა სახელმწიფო ბიუჯეტში და მხოლოდ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ახდენდა მის ჩათვლას, ამოქმედებული ცვლილებების შესაბამისად კი, უკუდაბეგვრის დღგ–ს ჩათვლის მიღების წინაპირობას არ წარმოადგენს, საწარმოს მიერ შესაბამისი თანხის სხელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა:

მაგალითი N1

უკრაინულმა (არარეზნტმა) კომპანიამ „Plants Montage“–მა (შემდეგში – არარეზიდენტი) შპს „ლიმონათის წარმოებას“ (შემდეგში – საწარმო)  2015 წლის 6 ივნისს გაუწია ლიმონათის საწარმოო ხაზის შეკეთებისა და მონტაჟის მომსახურება, რომლის ღირებულებამაც დღგ–ს გარეშე შეადგინა 10 000 ლარი. საწარმომ უკუდაბეგვრის დღგ–ს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა 2015 წლის 23 ივნისს. საწარმოს დღგ–ით ან უკუდაბეგვრის დღგ–ით დასაბეგრი სხვა ბრუნვა არ გააჩნდა.

მოცემულ შემთხვევაში:

ა) საკანონმდებლო ცვლილებებამდე არსებული რეგულაციების შესაბამისად – საწარმოს ივნისის თვის  უკუდაბეგვრის დღგ–ს გაანგარიშებაში უნდა მოეხდინა   უკუდაბეგვრის დღგ–ს (1800 ლარი = 10 000 * 18%) დეკლარირება. ვინაიდან საწარმოს მიერ 2015 წლის 23 ივნისს მოხდა  უკუდაბეგვრის დღგ–ს თანხის სახელმწიფო  ბიუჯეტში გადახდა, საწარმოს შეეძლო გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე ივნისის თვის დღგ–ს დეკლარაციაში მიეღო გადახდილი/დარიცხული უკუდაბეგვრის დღგ–ს ჩათვლა. შესაბამისად საწარმოს მოცემულ შემთხვევაში პირადი აღრიცხვის საგადასახადო ბარათზე წარმოეშვებოდა საგადასახადო ზედმეტობა - 1800 ლარის ოდენობით.

 


uku1.jpg

 

 

 

 

 

 

 

  

 

 

 

 

ბ) საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად კი, საწარმო ივნისის თვის უკუდაბეგვრის დღგ–ს გაანგარიშებაში მოახდენს 1800 ლარის გადასახადის დეკლარირებას, თუმცა უკუდაბეგვრის დღგ–ს თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადაუხდელადაც, ივნისის თვის დღგ–ს დეკლარაციაში ჩაითვლის უკუდაბეგვრის დღგ–ს შესაბამის თანხას (1800 ლარს). შესაბამისად საწარმოს ერთის მხრივ არ უწევს უკუდაბეგვრის დღგ–ს თანხის ბიუჯეტში გადახდა, ხოლო მეორეს მხრივ საწარმოს  საგადასახადო ბარათზე (სალდირებულად) ზედმეტობა აღარ წარმოეშვება.

    

           

uku2.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2) ცვლილება მნიშვნელოვანია საგადასახადო შემოწმების დროს გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულებების (უკუდაბეგვრის დღგ–ის) თვალსაზრისითაც, რადგან საგადასახადო ორგანოს მიერ საწარმოსათვის უკუდაბეგვრის დღგ–ს ნაწილში დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების გამოვლენისას, მოხდება იდენტური უკუდაბეგვრის დღგ–ს თანხის  ჩათვლაში ასახვა (შესაბამისი თვის დღგ–ს დეკლარაციაში):

მაგალითი N2

საგადასახადო შემოწმების შედეგად შპს „მთვარეს“ (შემდეგში – საწარმო) საგადასახადო ორგანომ 2016 წლის მარტის თვის უკუდაბეგვრის დღგ–ს გაანგარიშებაში გამოუვლინა 13 000 ლარის ოდენობის დაუდეკლარირებელი უკუდაბეგვრის დღგ–ს თანხა.

მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო დამატებით გამოვლენილ უკუდაბეგვრის დღგ–ს თანხას ჩათვლაში დამატებით ჩაუსვამს საწარმოს 2016 წლის მარტის დღგ–ს დეკლარაციაში. შესაბამისად უკუდაბეგვრის დღგ–ში დამატებით დარიცხულ უკუდაბეგვრის დღგ–ს თანხას (13 000 ლარი), ძირითადი გადასახადის ნაწილში შეუპირისპირდება დღგ–ს კუთხით იმავე ოდენობით გაზრდილი ჩათვლის თანხა (13 000 ლარი). შესაბამისად საწარმოს საგადასახადო შემოწმების შედეგად დამატებითი ძირითადი გადასახადის თანხა არ წარმოეშვება. თუმცა საწარმოს უკუდაბეგვრის დღგ–ს გაანგარიშებაში გადასახადების შემცირებისთვის მაინც დაეკისრება საგადასახადო ჯარიმა 6 500 ლარის ოდენობით.

საკანონმდებლო ცვლილებებამდე პერიოდში საგადასახადო ორგანო მოახდენდა  დამატებით გამოვლენილი უკუდაბეგვრის დღგ–ს ძირითადი თანხის (13 000 ლარი) დარიცხვას საწარმოსთვის საგადასახადო შემოწმების აქტით.  საწარმოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული უკუდაბეგვრის დღგ–ს ძირითადი თანხის ჩათვლას შეძლებდა აღნიშნული უკუდაბეგვრის დღგ–ს თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის შემდეგ.

 

 

 



Developed By Aleksandre Chiabrishvili. Designed By mrGOTT